logo_geo
eng_logo
ლევან რატიანი: თავყრილობებისგან თავი შევიკავოთ, რომ მომავალ გაზაფხულზე ერთმანეთს შევხვდეთ
- +

17 აპრილი. 2020. 02:53

 

 

„ახლა კაცობრიობას ერთი რამ გადაარჩენს - სოციალური დისტანცია. რაც შეიძლება თავყრილობებისგან თავი შევიკავოთ, რომ მომავალ გაზაფხულზე ერთმანეთს შევხვდეთ,“ - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

 

„ბობოქრობს ვირუსი და პარალელურად ბობოქრობს ადამიანის ორგანიზმი. ყველასი მესმის, ჩვენც ღვთისმოშიში ადამიანები ვართ, ეკლესიაში დავდივართ, მაგრამ ამ ეტაპზე ყველამ თავი უნდა შევიკავიოთ, რომ ქუჩაში არ გავიდეთ“, -  განაცხადა რატიანმა.

 

 

მან ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ ინფიცრებული პაციენტების მომართვიანობა მეტნაკლებად სტაბილური იყო, მაგრამ დღეს, გუშინ შემაშფოთებელი რაოდენობაა და რადგანაც ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, რომ სახლში დარჩენაა გამოსავალი, ასე უნდა მოვიქცეთ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner