logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: მურუსიძე ანგელოზი არაა და მე არც მის ადვოკატობას ვაპირებ
- +

16 ივნისი. 2016. 14:07



„ოპონენტებმა ცილი დამწამეს, ლევან მურუსიძე კარგ კაცად წარმოაჩინე და შალვა შავგულიძე ცუდ კაცადო, რაც მე პირდაპირი მნიშვნელობით, მხედველობაში არ მქონია", - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდვით და online მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.


ყოფილი პრემიერი სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხსა და ლევან მურუსიძის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად დანიშვნას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.


„რა თქმა უნდა, არც მურუსიძე და სხვა ნებისმიერი მოსამართლე ადეიშვილის მიერ ჩამოყალიბებულ სასამართლოში, კრიტიკას ვერ გაუძლებს და შეგვიძლია ვაკრიტიკოთ. რამეთუ მთელი სასამართლო სისტემა იყო მსხვერპლი ერთი ჯგუფის მიერ ჩამოყალიბებული სისტემის.

 

წარმოუდგენელი იყო, ამდენი მოსამართლე შეგვეცვალა, ისინი კანონის უხეშად დარღვევით შეგვეძლო შეგვეცვალა, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ და გამოვთქვით მზაობა, რომ არ ჩავერეოდით მათ საქმიანობაში. მურუსიძე მე ანგელოზად არ დამისახელებია და არც მის ადვოკატობას ვაპირებ, მაგრამ ეს თემა რომ ხელოვნურად იყო ანგაჟირებული, ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ის ძველი ხელისუფლების ზეწოლისგან გათავისუფლდა და ამიტომ არიან ასეთი გაღიზიანებულები მისი დანიშვნით სასამართლოს მეორე პირად. მურუსიძე იყო რიგითი მოსამართლე, ჩვენი მოსვლის შემდეგ აირჩიეს ის მეორე პირად ისევ კუბლაშვილის სასამართლოში. თავის დროზე, ხმა არ ამოუღია არცერთს, არავის გახსენებია, რომ მას გირგვლიანის საქმეში აქვს მონაწილეობა მიღებული. კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ მურუსიძის თემა ხელოვნურად არის ანგაჟირებული და ამით ცდილობენ სასამართლოს დისკრედიტაციას", - განაცხადა ივანიშვილმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner