logo_geo
eng_logo
ლევან რატიანი: ქალს, რომელიც აპარატზე გვყავს მიჯაჭვული, გული შეიძლება ნებისმიერ დროს გაუჩერდეს
- +

17 აპრილი. 2020. 02:45

 

 

“დღევანდელი ჩემი აღშფოთება და გაბრაზება იმან გამოიწვია, რომ ადამიანები უპასუხისმგებლოები ვართ,– განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“.

 

 

„დღევანდელი ჩემი აღშფოთება და ცოტა გაბრაზება, იცით, რამ გამოიწვია?! იმან, რომ ადამიანები უპასუხისმგებლოები ვართ. რეანიმაციაში დღეში რამდენჯერმე შევდივარ. იმიტომ, რომ ეს ჩემი ცხოვრების სტილია და უამისოდ ცხოვრება არ შემიძლია. მე ერთმა რაღაცამ აღმაშფოთა. ქალბატონს, რომელიც აპარატზე გვყავს მიჯაჭვული, ინფექცია თავისი ოჯახის ერთმა წევრმა შემოუტანა. ახალგაზრდა ადამიანმა, რომელიც უპასუხისმგებლოდ მოიქცა და სახლში მიიტანა ინფექცია. იმიტომ, რომ მას დრო გაეტარებინა, ამ ქალბატონს შეიძლება, ნებისმიერ დროს გული გაუჩერდეს და დაიღუპოს“, – განაცხადა რატიანმა.

 

 

მისი თქმით, კორონავირუსთან ბრძოლა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებსაც გაუჭირდათ, რადგან მოქალაქეები ამ ვირუსს იქაც უპასუხისმგებლოდ მოექცნენ.

 

 

„მათ არ ეგონათ, რომ ასე დამძიმდებოდნენ. არ ეგონათ, რომ ერთ ადამიანს შეეძლო, ასი ადამიანი დაესნებოვნებინა, ასს კი ათასი. სხვადასხვა ქვეყნებში, იტალიაში, საფრანგეთში და სხვაგან სწორედ ამან გამოიწვია ამდენი სიკვდილობა“, – განაცხადა რატიანმა.

 

 

როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, ერთადერთი გამოსავალი სახლში დარჩენა და ოჯახის წევრებთან ფიზიკური დისტანცირებაა.

 

 

„ჩვენც გვიყვარს ჩვენი ოჯახის წევრები, მაგრამ დადგა მომენტი, როცა ოჯახის წევრებთან არ ვკონტაქტობთ, ჩვენი კლინიკის არც ერთი ექიმი, არც ერთი მედიკოსი. იმიტომ კი არა, რომ ისინი არ გვიყვარს?! იმიტომ, რომ გვინდა, ისინი გადარჩნენ. ჩვენ ვართ მზად, რომ თქვენ მოგემსახუროთ, მაგრამ ამ ყველაფერს ვერ შევძლებთ ერთი მიზეზის გამო – ჩვენც ადამიანები ვართ“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner