ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისათვის სასურსათო პროდუქტის დარიგების მეორე ეტაპი. ხობისა და სენაკის შემდეგ პროცესი ამჯერად ზუგდიდში მიმდინარეობს, სადაც 4200-ზე მეტი ბავშვი სასურსათო კალათს მიიღებს.
რეგიონში ასევე აქტიურად მიმდინარეობს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სასურსათო პროდუქტის დარიგება, სააღდგომო პერიოდში ჯამში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 5000-ზე მეტი ოჯახი სასურსათო კალათას მიიღებს.
„სასურსათო პროდუქტების დარიგების პროცესი ჩვენს რეგიონში სამომავლოდაც გაგრძელდება და ყველა ის მოქალაქე ვინც ამ რთულ დროს საჭიროებს მხარდაჭერას, მაქსიმალურად დავეხმარებით“, - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა.
ნინო ვიბლიანი სასურსათო პროდუქტის დარიგების პროცესს, პარლამენტის წევრ მერაბ ქვარაიასთან, ზუგდიდის მერ გიორგი შენგელიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად სხვადსხვა საბავშვო ბაღებში გაეცნო.
პროდუქტის დარიგება სპეციალისტების რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს.