logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: ვანო მერაბიშვილს ხალხმა განაჩენი გამოუტანა და პოლიტიკურ მოუსავლეთში გაუშვა
- +

16 ივნისი. 2016. 14:09



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე დღეს პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების მიერ ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.



ომარ ნიშნიანიძის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილისათვის წაყენებული 4 მუხლიდან 2 მუხლში გამოთქვა ეჭვი, კერძოდ, თავდაპირველ პატიმრობასთან დაკავშირებით რამდენად კანონიერად მოხდა ეს.



მერაბიშვილი პატიმრობაშია 2018 წლამდე და არც არავინ ავალდებულებს ხელისუფლებას, რომ გაათავისუფლოს. სად ამოიკითხა მიხეილ მაჭავარიანმა, რომ შავით თეთრზე წერია, ის პოლიტპატიმარია და უნდა გაათავისუფლონ? რა სათვალე აქვს ამნაირი მიხეილ მაჭავარიანს, რომ ასე წაიკითხა? მე მგონია, რომ ისინი შოკში არიან, რადგან მეტს ელოდნენ. ეს ვერ მოახერხეს. სტრასბურგის სასამართლოს ვერ მოატყუებ, ვერაფერს დაუმალავ. მან რეალობა თქვა და აღნიშნა გარკვეული ხარვეზები", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.



მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო.



ვანო მერაბიშვილი იყო მთავარი დამნაშავე, მიხეილ სააკაშვილის მთავარი იარაღი, რომლითაც სააკაშვილი თავის უკეთურ საქმეებს აკეთებდა და სახელმწიფო ძალას წარმოადგენდა. როცა გათავისუფლდება მერაბიშვილი, უნდა აეკრძალოს სახელმწიფო სამსახურში მუშაობა. უმუშევარი რომ არ დარჩება, ცხადია. წართმეული ბიზნესები და .. მაგათ რომ აქვთ, ისე უნდა, ჩვენ ვიკითხოთ.

ვანო მერაბიშვილს ხალხმა განაჩენი გამოუტანა და პოლიტიკურ მოუსავლეთში გაუშვა", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner