ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 4 070 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე COVID-19 ვირუსით ინფიცირების 32 008 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ინფიცირებულებიდან 2 590 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 273 ადამიანი.
მოსკოვში დაფიქსირებულია 1 959 ახალი შემთხვევა, სულ ქვეყნის დედაქალაქში ინფიცირების 18 105 დადასტურდა.