logo_geo
eng_logo
სამხრეთ აფრიკაში კარანტინის დროს ლომებს გზებზე სძინავთ
- +

17 აპრილი. 2020. 14:01

 

 

ადრე თუ გვიან, ცხოველებმა შენიშნეს, რომ ადამიანები გაქრნენ და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კრუგერის ეროვნულ პარკში ძალაუფლება ლომებმა აიღეს ხელში.

 

პარკის რეინჯერი რიჩარდ სოური შემოვლას ახორციელებდა, როდესაც მძინარე ლომების პრაიდი შენიშნა გზაზე, რომელიც მანამდე ტურისტებით იყო გადაჭედილი.

 

 

კორონავირუსის გამო შემოღებული საყოველთაო კარანტინის გამო, სამხრეთ აფრიკაში ეროვნული პარკები 25 მარტს დაიკეტა.

 

გზაზე მოხეტიალე დიდ კატებს რეინჯერები აქამდე მხოლოდ ღამით ხედავდნენ.

 

კარანტინის მიუხედავად, სამხრეთ აფრიკის უდიდესი ეროვნული პარკის რეინჯერები მონიტორინგს 24 საათის განმავლობაში ახორციელებენ, რათა ბრაკონიერობის ფაქტები აღკვეთონ.

 

ერთ-ერთი ასეთი შემოვლის დროს, რეინჯერი რიჩარდ სოური უჩვეულო სანახაობის მომსწრე გახდა - ლომების ჯგუფს მშვიდად ეძინა შუა გზაზე. სურათებიც ისე გადაუღო, რომ ღრმა ძილს მიცემულ დიდ კატებს არც კი გაღვიძებიათ.

 

„ტრანსპორტში მყოფ ადამიანებს ლომები ნაკლებად ერჩიან. ყველა ცხოველს აქვს ინსტინქტური შიში ფეხით მოსიარულე ადამიანის მიმართ. ფეხით რომ ვყოფილიყავი, ისინი ასე ახლოს არასოდეს მიმიშვებდნენ“, - ამბობს რეინჯერი.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner