logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: facebook-ზეც კი ამოწმებდნენ, ვის რას „ულაიქებდა“ საჯარო მოხელე
- +

16 ივნისი. 2016. 14:10



საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს საჯარო მოხელეების მიმართ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ სისტემურ ზეწოლაზე ისაუბრა.


„სასამართლო, პროკურატურა, პოლიცია, სხვა სამინისტროებიც... იქ განსხვავებული აზრის მქონე ვერავინ იმუშავებდა, „ფეისბუქზეც" კი ამოწმებდნენ, ვის რას „ულაიქებდა" თანამშრომელი და ყველა ეს საჯარო მოხელე იყო თამაშის მსხვერპლი. ასე იყო ბიზნესიც. მართალია, ბიზნესმენები არ იყვნენ საჯარო სამსახურში, მაგრამ მაინც იზიარებდნენ და ძალაუნებურად ექვემდებარებოდნენ ამ თამაშის წესებს. ვინც შეეწინაღმდეგა მათ, კი ნახეთ, რასაც უკეთებდნენ, ამისთვის მარტო გელაშვილის მაგალითი კმარა - მოკლეს კაცი ცემაში. ასეთი მაგალითი ბევრია", - განაცხადა ივანიშვილმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner