საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, მარტვილის „სალხინოს“ ხუთ უხუცეს ვეტერან ფეხბურთელს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები გამოუგზავნა.
ფეხბურთის ფედერაციის საჩუქრები ვეტერან ფეხბურთელებს, მარტვილის საფეხბურთო სკოლის დირექტორმა ჯესი სურმავამ და მარტვილის „სალხინოს“ მთავარმა მწვრთნელმა გალაქტიონ ჭუბაბრიამ სახლში მიუტანეს.