ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსის განცხადებით, თურქეთმა ვიზა-ლიბერალიზაციის მისაღებად ყველა პირობა ამ დრომდე არ შეასრულა.
ევროკავშირის ანგარიშის თანახმად, ანკარამ არ შეასრულა ევროკომისიის მიერ შემუშავებული 72-დან 9 პირობა.
მათ შორის, თურქეთის ხელისუფლებას არ შეუცვლია ანტიტერორისტული კანონმდებლობა, რასაც ევროკავშირი დაჟინებით მოითხოვდა.
ავრამოპულოსის თქმით, ვიზა-ლიბერალიზაციის შემოღება დამოკიდებულია როგორც თურქეთის ქმედებებზე, ისე ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის თანხმობაზე.