logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: მეუფე იაკობს ვთხოვ, მორიდებული იყოს, როდესაც ასაკით უფროს ადამიანს ელაპარაკება
- +

17 აპრილი. 2020. 20:40

 

 

 

“თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ შესაძლებელია მე ეკლესიაზე შეტევა განვახორციელო? მეუფე იაკობი ასაკით ჩემზე უმცროსია. ძალიან ვთხოვ მას, რომ მეტად მორიდებული იყოს, როდესაც ასაკით უფროს ადმიანს ელაპარაკება “- ასე პასუხობ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, მეუფე იაკობის განცხადების. ამირან გამყრელიძემ ამის შესახებ „ტბ პირველს“ ესაუბრა.

 

 

„ორჯერ ესწრებოდა იმ სხდომას, როდესაც მე საპატრიარქოში ვიყავი. იცის მან მე რაზეც ვისაუბრე. ამ წითელ პარასკევს და აღდგომის წინა დღეებში არ შევალ დისკუსიაში მასთან. ექიმი ვარ და ჩემი განცხადებები მომდინარეობს ჩემი საექიმო მრწამსიდან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

წითელი პარასკევის მსახურების შემდეგ, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გააკრიტიკა. მისი თქმით, ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner