ჩინეთში კორონავირუსის აფეთქებაზე აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა ისრაელი გასული წლის ნოემბერში გააფრთხილეს. ამის შესახებ ისრაელის მედია, ტელეკომპანია, „ჩენელ 12“-ზე დაყრდნობით წერს.
გავრცელებული ცნობით, ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსის გავრცელებაზე ინფორმაცია ისრაელმა ნოემბრის მეორე ნახევარში მიიღო, რასაც თან ახლდა აშშ-ის მიერ საიდუმლო დოკუმენტების შექმნა. ისრაელის მედია წერს, რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა საიდუმლო დოკუმენტები ორ მოკავშირეს, ისრაელსა და ნატო-ს გააცნეს. დოკუმენტებზე წვდომა ისრაელის თავდაცვის ძალებს ჰქონდა.
„ჩენელ 12“-ის მოპოვებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაზვერვის მონაცემები ხელმისაწვდომი გახდა ისრაელის გადაწყვეტილებების მიმღები პირებისა და ჯანდაცვის სამინისტროსთვის, მაგრამ ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ისრაელმა ჩინეთთან ფრენები 30 იანვარს შეწყვიტა.