„ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ კანცლერმა მერკელმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს და მის ხელისუფლებას რეფორმების გზაზე", - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ.
კვაჭანტირაძის თქმით, საბოლოოდ გაიფანტა ეჭვები იმის შესახებ, გვიჭერს თუ არა მტკიცედ მხარს გერმანია.
„კონკრეტულად აღნიშნა ჩვენი მიღწევები და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ გზაზე გერმანია არის საქართველოს ძალიან სანდო და ერთგული პარტნიორი. ვფიქრობ, რომ საბოლოოდ გაიფანტა ეჭვები იმის თაობაზე, გვიჭერს თუ არა მტკიცედ მხარს გერმანია", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.