logo_geo
eng_logo
რატომ დააჭრა ქუსლები დავით აღმაშენებელმა უღირს სამღვდელოებას
- +

17 აპრილი. 2020. 22:27

 

 

 

 

დავით აღმაშენებლის ინიციატივით 1103 წელს მოწვეული იქნა რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელსაც თავმჯდომარეობდა კათოლიკოს-პატრიარქი იოანე IV საფარელი.

 

 

მეფეს მიაჩნდა, რომ ღვთისთვის მოსაწონი არ იყო საქართველოს მაშინდელ ეკლესიაში და ერში არსებული მდგომარეობა. ნაწილი ღვთისმსახურები, ნაცვლად ერში ქადაგებისა და მათთვის ღირსეული მაგალითის მიცემისა, ყოველგვარ უკუღმართობაში იყვნენ ჩართულნი.

 

 

ამიტომაც, დავით აღმაშენებელმა, შემოიკრიბა რა ჩვენი ეკლესიის დიდი მღვდელთმთავრები, მტკიცე ხელით შეუდგა წესრიგის დამყარებას საქართველოს ეკლესიის წიაღში.

 

 

დადგენილი და მიღებული იქნა ძეგლისწერა, რომელიც შემდეგ პუნქტებს მოიცავდა .

 

 

 

 

 

ის :

 

*გადაყენებულად აცხადებს უღირს მღვდელთმთავარს, მსახურს, რომელმაც სულისათვის ხორცი არ დათრგუნა;

 

 

*ეპისკოპოსი უნდა იყოს არანაკლებ ოცდათხუთმეტი წლისა,

 

 

*მღვდელი ოცდაათისა,

 

 

*დიაკონი ოცდახუთისა,

 

 

*„წიგნის მკითხველი“ კი რვა წლისა.

 

 

*ხელდასმა უნდა ხდებოდეს ჯერ უმცროს თანამდებობებზე, შემდეგ კი თანდათანობით უფროსზე;

 

 

*ხელდასმა და ეკლესიის კურთხევა უნდა ჩატარდეს გიორგი მთაწმინდელის განწესების მიხედვით;

 

 

*ძეგლისწერა კრძალავს ხელდასმას ქრთამით, ძღვენით; საეკლესიო ქონება, საჭურჭლე მხოლოდ დანიშნულებისამებრ უნდა იხმარებოდეს;

 

 

*ქორწინება, ნათლობა, მონაზვნად განწესება უნდა ხდებოდეს ეკლესიის მიერ განსაზღვრული წესით. გვირგვინის კურთხევა მხოლოდ ეკლესიაში უნდა შესრულდეს. ძეგლისწერა ორ ქორწინებაზე მეტს არ აღიარებს; დაქორწინებისას ქალი არანაკლებ თორმეტი წლისა უნდა იყოს;

 

 

*კათალიკოსთაგან და ეპისკოპოსთაგან უნდა შეირჩნენ ისეთები, რომლებიც გათვითცნობიერებულები არიან საქრისტიანო წესებში, უანგაროდ ემსახურებიან ეკლესიის საქმეს;

 

 

*მოძღვართა სიმრავლე მონასტერში განხეთქილების მიზეზს შემოიღებს, ამიტომ მათი რიცხვი უნდა განისაზღვროს: დიდ მონასტერში დასაშვებია ორი მოძღვარი, ხოლო პატარაში — ერთიც საკმარისია;

 

 

*იკრძალება ეკლესიაში ერისკაცთა მიერ სამოქალაქო და სასოფლო სამსახური; განმარტებულია ვის მიერ, სად და როგორ უნდა სრულდებოდეს ცოცხალთა და მიცვალებულთა ლოცვა;

 

 

*ძეგლისწერის მიხედვით, სომეხნი სარწმუნოებით მწვალებლები არიან და თუ სომეხი მართლმადიდებლობას აღიარებს, მართლმადიდებელმა ეკლესიამ ის ისეთი წესით უნდა მიიღოს, როგორი წესითაც წარმართს იღებს;

 

 

*იკრძალება მართლმადიდებლისა და წარმართის შეუღლება;

 

 

*აკრძალულია წარმომადგენლობითი ქორწინება

 

 

*ძეგლისწერა ეხება სოდომურ დანაშაულს, ე.ი. არაბუნებივ სქესობრივ კავშირს, მამათმავლობას, ლესბოსელობას.

 

 

*დასახელებულია ცოდვები: მტრობა, შური, კაცისკვლა, მრუშობა, კერპთმსახურება, ცრუ-ფიცი.

 

 

 

 

 

რუსი ურბნისის კრებაზე მიღებული დადგენილებები მართლაც უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა ერის სულიერი განვითარებისათვის.

 

 

რეფორმებს კი ეკლესია ნამდვილად საჭიროებდა, რადგან სამღვდელო პირები, თავიანთი არასათანადო ქმედებებით, საკუთარ ანაფორას შეურაცხჰყოფდნენ. მათ დააგროვეს უდიდესი ქონება და ეკლესია კორუფციის წყაროდ აქციეს.

 

 

სწორედ ამიტომ უდიდესმა მეფემ, დავით მეოთხე აღმაშენებელმა ასეთ მღვდლებს სასტიკი განაჩენი გამოუტანა და მათ ქუსლები დაააჭრა!

 

ეს იყო ერთგვარი მინიშნება იმისა, რომ რომ ანაფორა ვერ დაიცავს ვერცერთ ადამიანს თუ იგი უღირსად მოიქცევა.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner