logo_geo
eng_logo
გუგა ქაშიბაძე: მეუხერხულება, მოსახლეობა როგორ გავაფრთხილო, რომ ადუღებული წყალი არ დალიონ
- +

17 აპრილი. 2020. 23:06

 

 

“ადუღებული წყლის გადაყლაპვა ვერ მოასწრეს, ტუჩები და ენისწვერი დაიწვეს მხოლოდ! – ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

„ჩვენმა მოქალაქეებმა ადუღებული წყლის დალევა დაიწყეს. ასეთი შემთხვევების რაოდენობა, საბედნიეროდ, ბევრი არ არის – სამი ამბოლატორიული შემთხვევა გვქონდა.

 

პაციენტებს ჰქონდათ მცდელობა, რომ სწრაფად დაელიათ ადუღებული წყალი და 5-მდე პაციენტმა მიიღო სატელეფონო კონსულტაცია.

 

საბედნიეროდ, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დაემორჩილნენ ამბოლატორულ მკურნალობას.

 

საკმაოდ სერიოზული საფრთხეა, ასეთი რამ შეიძლება საკმაოდ სავალალოდაც დამთავრდეს, თუ მივიღეთ საყლაპავის დაზიანება.

 

ასე რომ, კიდევ ერთხელ: მეუხერხულება კიდეც, მოსახლეობა როგორ უნდა გავაფრთხილო, რომ ადუღებული წყალი არ დალიონ, რადგან ეს შეიძლება ჯანმრთელობისთვის ძალიან ცუდი აღმოჩნდეს.

 

აღნიშნულ შემთხვევებში პაციენტების ტუჩების და ენისწვერის დაზიანება ჰქონდათ მხოლოდ, ვერ მოასწრეს ადუღებული წყლის ბოლომდე გადაყლაპვა, თუმცა, თუ კარგად მოიწადინებ, შეიძლება უფრო სერიოზული დაზიანებაც მიიღო“, – აცხადებს გუგა ქაშიბაძე.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner