ქალი, რომელმაც ადამიანის პირველი კორონავირუსი აღმოაჩინა, შოტლანდიელი მძღოლის შვილი იყო, რომელმაც სკოლა 16 წლის ასაკში მიატოვა.
ჯუნა ალმეიდა ვირუსების ვიზუალიზაციის სფეროს პიონერი გახდა, რომლის ნაშრომები მიმდინარე პანდემიის გამო კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ქვეშ.
Covid-19 ეს ახალი დაავადებაა, მაგრამ ის პირველი ტიპის კორონავირუსმა გამოიწვია, რომელიც ალმეიდამ 1964 წელს ლონდონში, წმინდა თომასის ლაბორატორიაში მუშაობის დროს აღმოაჩინა.
პირველი კორონავირუსის ნიმუში, რომელმაც მიიღო სახელწოდება B814, ერთ-ერთი სკოლის მოსწავლისგან აიღეს, რომელმაც დაავადება შემთხვევით თავის თანასკოლელებს გადასდო.
თავიდან ეს უბრალოდ გრიპად მიაჩნდათ, თუმცა მას შემდეგ, რაც ნიმუშები ალმეიდას გაუგზავნეს, ის მიხვდა, რომ უბრალო გრიპის ვირუსთან არ ჰქონდა საქმე.
მისი დადგენილება ისტორიაში ჩაიწერა, როგორც ადამიანში, პირველი კორონავირუსის დასტური.