დღეს, პარლამენტში, მომავალი სასკოლო წიგნის „მე და საზოგადოების" განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობდა. საკანონმდებლო ორგანოს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომას დღეს საინიციატივო ჯგუფის წევრებიც ესწრებოდნენ, რომლებიც ხსენებული საგნის აკრძალვას მოითხოვენ.
ფილოლოგმა, გურამ ფალავანდიშვილმა ამ თემაზე გადაცემა 2030-ში ისაუბრა.
"რადგან ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომლის შედეგადაც მამათმავლობა ნორმად დაფიქსირდა, მათდამი მგრძნობელობის გასაზრდელად, ყველა სტრუქტურაში, მათ შორის განათლების სისტემაშიც, პროპაგანდა შემოდის." - განაცხადა ფალავანდიშვილმა.
მისივე თქმით, კპეტიციის ხელმომწერნი,კატეგორიულად მოითხოვენ, სკოლებში სოდომური - ლგბტ თემატიკის ნებისმიერი ფორმით შეტანა ოფიციალური დოკუმენტით აიკრძალოს.
„ვეკითხები მინისტრის მოადგილეს - თვლის თუ არა ის, რომ ჰომოსექსუალური თემატიკა გარყვნილებაა და ბავშვებისთვის საზიანო და მიუღებელია?! თუ ისინი ამ ტემატიკას ემიჯნებიან, გამოუშვან დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, რომ ორიენტაციის თემატიკა სკოლებში არ შევიდეს და აიკრძალოს."- აღნიშნა მან.
"ნაგვის გატანისა და მოძრაობის წესების სწავლება ძალიან კარგია, მაგრამ სიყვარულის, სილამაზის, სიკეთის და თანასწორობის ქვეშ სიბილწე და გარყვნილება, ცოდვა და დანაშაული იფუთება. ეს ლამაზი ტერმინები მხოლოდ შესაფუთი მასალაა. ასე რომ არ იყოს, რატომ იცავს ინიციატივას ლგბტ-ს ლობი?! ამ საკითხთან მიმართებაში, ჩვენი და ევროპელი ხალხის პოზიცია ერთნაირია, მხოლოდ მცირე ჯგუფები ცდილობენ მთავრობის, ტელევიზიების მონოპოლიზებას და პროპაგანდის გაწევას. იმედი მაქვს, ევროპისა და ამერიკის საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი სოდომური გარყვნილების პროპაგანდისგან გათავისუფლდება."- განაცხდა 2030-ში გურამ ფალავანდიშვილმა.