logo_geo
eng_logo
ლუკა კურტანიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ თავის თავზე ირგებს ყველა საკითხს
- +

16 ივნისი. 2016. 14:59



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლუკა კურტანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ისაუბრა. კურტანიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნოდ სხვადასხვა საკითხების დრამატიზებას ახდენს, არადა, ევროსასამართლოსგან აღნიშნულ საკითხზე კი არის შენიშვნები, მაგრამ არ წერია, რომ მერაბიშვილი არის პოლიტპატიმარი.

 

„ევროსასამართლოსგან ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით არის შენიშვნები, მაგრამ არაფერი  წერია, რომ ის ციხიდან უნდა გათავისუფლდეს ან პოლიტპატიმარია.  „ნაციონალური მოძრაობისგან", მათი ლიდერებისგან, რომლებმაც კარგად დახვეწეს, როგორ უნდა მოირგონ თავის თავზე ყველა საკითხი, არ უნდა გაგვიკვირდეს, წინასაარჩევნოდ სხვადასხვა საკითხების კიდევ უფრო დრამატიზირება მოხდეს",- განაცხადა კურტანიძემ.  


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner