logo_geo
eng_logo
თენგიზ ჩობანიძე: მსოფლიოს ბიოლოგიური ომი თუ „გადატვირთვა“?
- +

16 აპრილი. 2020. 19:51

 

 

ჟურნალისტი თენგიზ ჩობანაძე კორონავირუსის პანდემიის მსოფლიოზე გავლენის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

 

„მსოფლიოს ბიოლოგიური ომი თუ „გადატვირთვა“?

 

იანვრიდან მოყოლებული მსოფლიო ბიოლოგიური ომშია. კორონავირუსმა თითქმის ყველა ქვეყანა მოიცვა: სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა აშშ და ევროკავშირი. დღემდე არ არსებობს ვაქცინა ამ ბიოლოგიური იარაღის წინააღმდეგ (ბევრს აღარ სჯერა ღამურას თუ პანგოლინის ვარიანტი, რადგან მტკიცდება). ვირუსის „შემოგდებას“ აშშ და ჩინეთი ერთმანეთს აბრალებენ, თუმცა, მხოლოდ თითს იშვერენ ერთმანეთისკენ. შეიძლება გამოვყოთ სამი ვარიანტი:

 

  1. ჩინეთმა „შეუგდო“ აშშ-ს და დანარჩენ მსოფლიოს.
  2. აშშ-მ შეუგდო ჩინეთს.
  3. აშშ პლუს ჩინეთი დანარჩენი მსოფლიოს წინააღმდეგ.

 

  1. „ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც პანდემიით ისარგებლა, ჩინეთია. ამ ქვეყანამ, რომლის წილი მსოფლიო ეკონომიკაში საკმაოდ სოლიდურია, ისევე როგორც წინა პანდემიების (ქათმის გრიპი, ატიპიური პნევმონია და ა.შ.) შემთხვევაში, ეკონომიკურად დიდი დივიდენდი მოიპოვა - ხელთ იგდო თითქმის ყველა იმ უცხოური კომპანიის აქციები, რომლებიც ჩინეთის ტერიტორიაზე მუშაობდნენ, თანაც კაპიკებში. გარდა ამისა, ასეთი ნაბიჯით ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა დანარჩენი მსოფლიოს ეკონომიკას. მარცხი იწვნიეს ისეთმა სახელმწიფოებმა, როგორებიცაა:  აშშ, რუსეთი, აგრეთვე ევროკავშირი...

 

იმის გამო, რომ ჩინეთმა სამ თვეში დაამარცხა კორონავირუსი,  ეჭვს ბადებს (კომპიუტერულ ჰაკერებში ასეთი „ანდაზა“არსებობს: „ვინც ვირუსს ქმნის, მან ანტივირუსიც იცის), რომ მათ ვაქცინა გააჩნიათ. ეს ეჭვი უსაფუძვლოა ნამდვილად არაა,  თუმცა, ჩინეთი ვაქცინას 2021 წლის აპრილამდე არ გამოაჩენს. ისმის კითხვა - რატომ გაწირა ჩინეთმა საკუთარი მოქალაქეები? პასუხი მარტივია - ფეხებზე ჰკიდია და იმიტომ. ჩინეთსა და იაპონიაში ძველად ასეთი ტრადიცია არსებობდა: მოხუცებულებს გოდორში ჩასვამდნენ, მთაზე აჰყავდათ და აგორებდნენ (იხილეთ ფილმი „ლეგენდა ნაირამაზე“). გარდა ამისა, ჩინეთს ყოველთვის ჰქონდა მრავალრიცხოვანი მოსახლეობის პრობლემა და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ერთმანეთის ნათესაობა სულ არ აინტერესებთ, ამოქმედდა პრინციპი - ცოტაა ხალხი? - ცოტაა პრობლემა. ამასობაში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შეუწყვიტა დაფინანსება, შემდეგ შესაბამის ორგანოებს დაავალა კორონავირუსის წარმოქმნის ისტორიის შესწავლა. ტრამპი დარწმუნებულია, რომ ვირუსი უხანის ლაბორატორიაში შეიქმნა და ჩინეთმა მთელი მსოფლიო მოატყუა.

 

  1. აშშ-ს ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყავს ეკონომიკაში - ჩინეთი, რომლის წილიც, როგორც გითხარით, მსოფლიო ეკონომიკაში ჰიპერზრდადობით ხასიათდება. ჩინელების თქმით, აშშ-მ თავისი ლაბორატორიებიდან შეიტანა ვირუსი მათ ქვეყანაში. არადამაჯერებლად ჟღერს, ხომ? თუ მსოფლიო სამი თვეა, უშედეგოდ ებრძვის კორონას, როგორ მოახერხა ჩინეთმა მისი დამარცხება? თანაც აშშ პირველ ადგილზეა დაინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით. ეს ვარიანტი ალბათ, უნდა გამოირიცხოს... ალბათ...

 

  1. თუკი მეორე ვარიანტს გამოვრიცხავთ, წესით, ჩინეთი უნდა დაისაჯოს, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტი ჯერჯერობით მხოლოდ ყვირის და თითს იშვერს ჩინეთისაკენ, - ვირუსის გავრცელების შესახებ უფრო ადრე უნდა ეთქვაო. წესით, აშშ-მ და NATO-მაც მოწინააღმდეგე მხარედ და პანდემიის გავრცელებაში დამნაშავე ჩინეთის წინააღმდეგ ქმედითი ღონისძიებები უნდა ჩაატარონ, თუნდაც მოუწოდონ ყველა ქვეყანას, ჩინელების იძულებითი დეპორტაცია მოახდინონ, მაგრამ ამდაგვარი არაფერი ხდება. აქ სხვა თეორია ჩნდება: ეკონომიკური კრიზისი ახლოვდებოდა და აშშ-მ და ჩინეთმა ერთობლივი ბიოლოგიური ომი გააჩაღეს დანარჩენი მსოფლიოს წინააღმდეგ? აქ ჩნდება ერთი ფრაზაც - „ეკონომიკური გადატვირთვა“, რაც დანარჩენი ქვეყნების (უფრო ევროკავშირის) ეკონომიკური კატასტროფის ხარჯზე საკუთარი პოზიციების განმტკიცებას და გაძლიერებას გულისხმობს... ამის რეალური შედეგები მომავალში გამოჩნდება. ამ ცოტა ხნის წინ ესპანურ არხზე ერთმა ექსპერტმა განაცხადა, რომ ვირუსი აშშ-ის, კანადის და ჩინეთის ერთობლივი ნამუშევარია, თუმცა, ბოლო მომენტში ჩინეთი და აშშ რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ და აზიელებმა ან უდროო დროს აამუშავეს ბიოლოგიური იარაღი, ან გაუსხლტათ... ექსპერტმა ისიც თქვა, რომ ვაქცინა აქვთ ამ სამ ქვეყანას  - თუმცა, 2021 წლამდე არ გამოაჩენენ, რადგან მსოფლიო უნდა „გაიწმინდოს“ - მისივე თქმით, ვირუსი გათვლილია მინიმუმ 65 მილიონი ადამიანის სიკვდილისთვის, თუ მანამდე რომელიმე სხვა ქვეყანამ არ შექმნა ვაქცინა.

 

აქაც კითხვა დაისმის? რატომ გასწირა აშშ-მ საკუთარი მოქალაქეები, პასუხიც იგივეა, - რაც ცოტაა ხალხი, მით ნაკლებია პრობლემა... ეს ინტერვიუ სტატიის ბოლოშია, ესპანურ ენაზეა, თარგმნეთ, ბატონო, და გაიგებთ ყველაფერს...

 

ისე, ამ სამი ვარიანტიდან ყველაზე რეალური პირველია.

 

და ბოლოს. მეორედ მოსვლა!

 

 

თუ ზემოხსენებულ ვარიანტებს გამოვრიცხავთ, დარჩა მეორედ მოსვლა... სხვათა შორის, ჩვენმა პატრიარქმა ამა წლის 13 იანვარს ბრძანა, რომ მეორედ მოსვლა რამდენიმე დღეში დაიწყებაო და ამაზე ბევრმა ქილიკი და მასხარაობა დაიწყო, თუმცა, სწორედ რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი უხეშად რომ ვთქვათ, დედამიწას „გააჩერებდა“.

 

ისე, ასტროლოგიისა და ეზოთერიკის სპეციალისტები არიან იმ აზრზე, რომ მსოფლიო იწმინდება და ვინც გადავრჩებით, - 2021 წელს ახალ ერაში შევაბიჯებთ...

 

P.S.: გადატვირთვა

 

კომპიუტერულ ტექნიკაში ვინც ოდნავ მაინც ერკვევით, მოდით, „ვინდოუსს“ პირობითად დავარქვათ „მსოფლიო“.

 

წარმოიდგინეთ, რომ თქვენს წინ დისპლეიზე (ეკრანზე) მსოფლიოა, შემოვარდა ერთი ვირუსი, კომპიუტერმა გაჭედა, - გადატვირთე...

 

ამუშავდა, ახლა სხვა ვირუსი... ისევ გაჭედა, ისევ გადატვირთე...

 

ასე რამდენჯერმე და ბოლოს მსოფლიოს (ანუ ვინდოუსის) ნაცვლად არაფერი გამოჩნდა ეკრანზე, ანუ სისტემა დაზიანდა და მსოფლიოც გაქრა...“ - წერს თენგიზ ჩობანიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner