ავტორი თენგიზ ჩობანიძე
ჟურნალისტი თენგიზ ჩობანაძე კორონავირუსის პანდემიის მსოფლიოზე გავლენის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„მსოფლიოს ბიოლოგიური ომი თუ „გადატვირთვა“?
იანვრიდან მოყოლებული მსოფლიო ბიოლოგიური ომშია. კორონავირუსმა თითქმის ყველა ქვეყანა მოიცვა: სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა აშშ და ევროკავშირი. დღემდე არ არსებობს ვაქცინა ამ ბიოლოგიური იარაღის წინააღმდეგ (ბევრს აღარ სჯერა ღამურას თუ პანგოლინის ვარიანტი, რადგან მტკიცდება). ვირუსის „შემოგდებას“ აშშ და ჩინეთი ერთმანეთს აბრალებენ, თუმცა, მხოლოდ თითს იშვერენ ერთმანეთისკენ. შეიძლება გამოვყოთ სამი ვარიანტი:
იმის გამო, რომ ჩინეთმა სამ თვეში დაამარცხა კორონავირუსი, ეჭვს ბადებს (კომპიუტერულ ჰაკერებში ასეთი „ანდაზა“არსებობს: „ვინც ვირუსს ქმნის, მან ანტივირუსიც იცის), რომ მათ ვაქცინა გააჩნიათ. ეს ეჭვი უსაფუძვლოა ნამდვილად არაა, თუმცა, ჩინეთი ვაქცინას 2021 წლის აპრილამდე არ გამოაჩენს. ისმის კითხვა - რატომ გაწირა ჩინეთმა საკუთარი მოქალაქეები? პასუხი მარტივია - ფეხებზე ჰკიდია და იმიტომ. ჩინეთსა და იაპონიაში ძველად ასეთი ტრადიცია არსებობდა: მოხუცებულებს გოდორში ჩასვამდნენ, მთაზე აჰყავდათ და აგორებდნენ (იხილეთ ფილმი „ლეგენდა ნაირამაზე“). გარდა ამისა, ჩინეთს ყოველთვის ჰქონდა მრავალრიცხოვანი მოსახლეობის პრობლემა და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ერთმანეთის ნათესაობა სულ არ აინტერესებთ, ამოქმედდა პრინციპი - ცოტაა ხალხი? - ცოტაა პრობლემა. ამასობაში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შეუწყვიტა დაფინანსება, შემდეგ შესაბამის ორგანოებს დაავალა კორონავირუსის წარმოქმნის ისტორიის შესწავლა. ტრამპი დარწმუნებულია, რომ ვირუსი უხანის ლაბორატორიაში შეიქმნა და ჩინეთმა მთელი მსოფლიო მოატყუა.
აქაც კითხვა დაისმის? რატომ გასწირა აშშ-მ საკუთარი მოქალაქეები, პასუხიც იგივეა, - რაც ცოტაა ხალხი, მით ნაკლებია პრობლემა... ეს ინტერვიუ სტატიის ბოლოშია, ესპანურ ენაზეა, თარგმნეთ, ბატონო, და გაიგებთ ყველაფერს...
ისე, ამ სამი ვარიანტიდან ყველაზე რეალური პირველია.
და ბოლოს. მეორედ მოსვლა!
თუ ზემოხსენებულ ვარიანტებს გამოვრიცხავთ, დარჩა მეორედ მოსვლა... სხვათა შორის, ჩვენმა პატრიარქმა ამა წლის 13 იანვარს ბრძანა, რომ მეორედ მოსვლა რამდენიმე დღეში დაიწყებაო და ამაზე ბევრმა ქილიკი და მასხარაობა დაიწყო, თუმცა, სწორედ რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი უხეშად რომ ვთქვათ, დედამიწას „გააჩერებდა“.
ისე, ასტროლოგიისა და ეზოთერიკის სპეციალისტები არიან იმ აზრზე, რომ მსოფლიო იწმინდება და ვინც გადავრჩებით, - 2021 წელს ახალ ერაში შევაბიჯებთ...
P.S.: გადატვირთვა
კომპიუტერულ ტექნიკაში ვინც ოდნავ მაინც ერკვევით, მოდით, „ვინდოუსს“ პირობითად დავარქვათ „მსოფლიო“.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენს წინ დისპლეიზე (ეკრანზე) მსოფლიოა, შემოვარდა ერთი ვირუსი, კომპიუტერმა გაჭედა, - გადატვირთე...
ამუშავდა, ახლა სხვა ვირუსი... ისევ გაჭედა, ისევ გადატვირთე...
ასე რამდენჯერმე და ბოლოს მსოფლიოს (ანუ ვინდოუსის) ნაცვლად არაფერი გამოჩნდა ეკრანზე, ანუ სისტემა დაზიანდა და მსოფლიოც გაქრა...“ - წერს თენგიზ ჩობანიძე.