ავტორი ანა ნონიკაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლუკა კურტანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატების სიის დასახელებასთან დაკავშირებით ისაუბრა. კურტანიძის განცხადებით, მიმდინარეობს გამოკითხვები და თუ საზოგადოებისგან იქნება მოთხოვნა, რომ მისი კანდიდატურა რომელიმე რეგიონში იქნას წარმოდგენილი, ამ შემთხვევაში დაიწყება კონსულტაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, მმართველ გუნდსა და მას შორის.
„საზოგადოება არის მოკარნახე „ქართული ოცნების" თითოეული გადაწყვეტილების. მიმდინარეობს გამოკითხვები, რამდენიმე კანდიდატია სხვადასხვა რეგიონში. რომ დასრულდება ეს ეტაპი, თუ იქნება საზოგადოების მოთხოვნა, რომელიმე რეგიონში მაჟორიტარი ვიყო, მაგ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრთან და მმართველ გუნდთან კონსულტაციებით გადაწყდება. სადაც წარმატებული ვიქნები, მზად ვარ, იმ ადგილას ვიყო",- განაცხადა კურტანიძემ.