logo_geo
eng_logo
ქობულეთში ავარიით კორონავირუსის სიმპტომების მქონე პაციენტი, მედდა და სასწრაფოს მძღოლი დაშავდნენ
- +

18 აპრილი. 2020. 15:46

 

 

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარია მოხდა, რომლის შედეგად, კორონავირუსის სიმპტომების მქონე პაციენტი, მედდა და სასწრაფო დახმარების ავტომანქანის მძღოლი დაშავდნენ.

 

 

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს პაციენტი გამოკვლევისთვის გადაჰყავდა, რა დროსაც ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი, ე.წ. ტრაილერი და სასწრაფოს ავტომობილი შეეჯახნენ.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

 

მძღოლი და მედდა ქობულეთის კლინიკაში, პაციენტი კი – ბათუმში გადაიყვანეს. მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner