logo_geo
eng_logo
თენგიზ ჩობანიძე: „სიმპსონები“ - რატომ ემთხვევა წლების წინანდელი ანიმაციები თანამედროვე რეალობას?
- +

18 აპრილი. 2020. 17:11

 

 

„სიმპსონები“:  რატომ ემთხვევა წლების წინანდელი ანიმაციები თანამედროვე რეალობას? 

 

28 წელია აშშ-ში უჩვენებენ ანიმაციურ სერიალს „სიმპსონები“, რომლის გმირები: გომერი, მარჯი, ბარტი, ლიზა და მეგი ძალზე პოპულარულები გახდნენ ოკეანის გაღმა და არა მხოლოდ. უკვე 600-დე სერია უჩვენეს და საინტერესოა, რომ ათეული წლების წინ სერიალში ნაჩვენები სცენები თანამედროვე რეალობას მთელი სიზუსტით დაემთხვა. ექსპერტებმა ამას დღემდე ვერ მოუძებნეს ახსნა...

 

შემოგთავაზებთ 9 ასეთ შემთხვევას და არა მხოლოდ იმას, რაც უკვე მოხდა:

 

  1. სამი ათეული წლის წინათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მილიარდერი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდებოდა. სწორედ იმ პერიოდში, „სიმპსონების“ სერიალში ერთ-ერთი გმირი ბარტი იმოგზაურებს მომავალში და აღმოაჩენს, რომ ტრამპი პრეზიდენტი ხდება (ისევე როგორც ცნობილ და ყველასათვის საყვარელ ფილმში „უკან მომავალში“).... ცოტა ხანში ის ქვეყანას აკოტრებს და მომავალ პრეზიდენტად ამავე სერიალის ერთ-ერთი გმირი - ლიზა მოევლინება. ტრამპი რომ პრეზიდენტია და აშშ - მძიმე ეკონომიკურ კრიზისში, ეს უკვე ფაქტია, ხოლო ვინ იქნება მომავალი პრეზიდენტი, ესეც გამოჩნდება...

 

  1. „სიმპსონებმა“ 14 წლით ადრე იწინასწარმეტყველეს პრეზიდენტ ტრამპის ვიზიტი საუდის არაბეთში და მოლაპარაკება ეგვიპტის პრეზიდენტთან და საუდის არაბეთის მეფესთან.

 

 

  1. ხუთი წლის წინათ, ერთ-ერთ სერიაში გომერ სიმპსონმა ტელეწამყვანის როლი მოირგო და მისი ტელეეთერში გასვლის დროს, მორბენალ სტრიქონში ეწერა: ევროპამ საბერძნეთი გასაყიდად საიტზე „დადო“ (ე-ბეიზე).გადის სამი წელი და საბერძნეთი ეკონომიკურ კრიზისში მოექცა, რომლის მოგვარებაშიც ევროკავშირმა უარი თქვა, რის გამოც ბერძნები გაბრაზდნენ...

 

  1. 2010 წელს „სიმპსონებმა“ ბენგთ ჰოლმსტრემი ნობელის პრემიის მიღების ფავორიტად დაასახელეს, 2013 წელს ამ პიროვნებამ მართლაც მიიღო პრემია.

 

 

  1. 2014 წლის აპრილში „სიმპსონებში“ უჩვენეს, რომ გერმანიის საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიის გუნდი დაამარცხეს, ხოლო ფიფა კორუფციულ სკანდალში გაეხვა. სწორედ ასე მოხდა კიდეც 2 თვის შემდეგ.

 

  1. 1994 წელს „სიმპსონებმა“ წარმოადგინეს მობილური ტელეფონები ვაშლის ემბლემით, რომელსაც ავტოკორექტივების პრობლემა ჰქონდათ. დღეს აიფონებს სწორედ ავტოკორექციის პრობლემები აქვთ...

 

 

  1. 1997 წლის სერიალში მარჯი პატარა ბარტის უკითხავს წიგნს, რომლის გარეკანზეც აწერია „საყვარელი ჯორჯი და ებოლას ვირუსი“. გადის ორ ათეულზე მეტი წელი და მსოფლიოს ებოლას ვირუსი დაატყდა.

 

  1. 1995 წელს „სიმპსონებში“ უჩვენეს მაჯის სმარტსაათი, რომელიც დღეს უკვე ბევრს აქვს.

 

 

  1. ათეული წლების წინ, მეოთხე სეზონის 21-ე სერიაში გომერი იაპონიიდან იღებს ამანათს, ხსნიან მას და ვირუსი მთელ ქალაქში ვრცელდება. სერიალის ფანები მიიჩნევენ, რომ „სიმპსონებმა“ კორონავირუსი იწინასწარმეტყველეს.

 

ეს არის ნაწილი იმ უამრავი ფაქტებიდან, რომლებიც დაემთხვა დღევანდელ რეალობას. ისე, მე-9 სეზონის მე-19 სერიაში გაერო-ს სხდომაზე რუსეთის წარმომადგენელი მუშტს ურტყამს მაგიდას და მის წინ დადგმული აბრა წარწერით „რუსეთი“ ამოტრიალდება, და მეორე წარწერა „საბჭოთა კავშირი“ გამოჩნდება. სერიალში რუსეთის წარმომადგენელი ამბობს, რომ მისი ქვეყანა გეგმის მიხედვით მოქმედებს და საქმეში ისევ საბჭოთა კავშირია... ღმერთმა დაგვიფაროს...

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner