ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა სოციალურად მოწყვლად 3110 ოჯახს საქველმოქმედო დახმარების, 550 ბენეფიციარს კი სააღდგომო სასურსათო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სასურსათო კალათები მოუმზადა.
საკვები პროდუქტი გადაეცა ასევე ზუგდიდის საბავშვო ბაღების 4280 აღსაზრდელს, მათ ოჯახებს.
სურსათის გადაცემის პროცესს საქართველოს პარლამენტის წევრი, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი შენგელიასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან მამუკა წოწერიასთან ერთად ესწრებოდა.