ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი „facebook"-გვერდზე წერს:
„ბერლინში ჩვენი პრემიერი ქართულად რომ საუბრობდა (განსაკუთრებით მაშინ, როცა ინგლისური „პოლიგლოტ" სააკაშვილზე აშკარად უკეთ იცის) ერთობლივ ბრიფინგზე, მერკელთან - აღარავის აკვირვებს, ჰო? გავატარეთ ეს ამბავია, ჩემო ძვირფასო, კომპეტენტურო და მიუკერძოებელო მედიავ, არ შევიმჩნიეთ, „ნე ვიჟუ"....
აღარაფერს ვამბობ მიღწეულ შედეგებზე, რაც სერიოზულ, პოზიტიურ გავლენას მოახდენს საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში..." - წერს კოკა ყანდიაშვილი.