logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: თუ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, კატეგორიულები არ უნდა ვიყოთ
- +

16 ივნისი. 2016. 16:16



ბიძინა ივანიშვილს უჭირს თქმა,  არჩევნების შედეგად რომელი პარტია შეძლებს პარლამენტში მოხვედრას. როგორც ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, ამის შესახებ მას მოგვიანებით უფრო ჩამოყალიბებული აზრი ექნება.


„მოსახლეობის ყველა პოზიციას ანგარიში უნდა გავუწიოთ. შესაძლოა, მე ძალიან არ მომწონდეს რომელიმე პარტია, მაგრამ თუ მას მოსახლეობა მხარს უჭერს, ისინი ანგარიშგასაწევები არიან. თუ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, ეს პრინციპები უნდა დავიცვათ და კატეგორიულები არ უნდა ვიყოთ", - განაცხადა ივანიშვილმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner