ბიძინა ივანიშვილს უჭირს თქმა, არჩევნების შედეგად რომელი პარტია შეძლებს პარლამენტში მოხვედრას. როგორც ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, ამის შესახებ მას მოგვიანებით უფრო ჩამოყალიბებული აზრი ექნება.
„მოსახლეობის ყველა პოზიციას ანგარიში უნდა გავუწიოთ. შესაძლოა, მე ძალიან არ მომწონდეს რომელიმე პარტია, მაგრამ თუ მას მოსახლეობა მხარს უჭერს, ისინი ანგარიშგასაწევები არიან. თუ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, ეს პრინციპები უნდა დავიცვათ და კატეგორიულები არ უნდა ვიყოთ", - განაცხადა ივანიშვილმა.