logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი თურქეთის საკითხმა შეაფერხა
- +

16 ივნისი. 2016. 16:22



პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით ისაუბრა. საყვარელიძის განცხადებით, უვიზო მიმოსვლის საკითხს აფერხებს მიგრაციის პრობლემა.  საყვარელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ევროპას საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭება რომ არ სურდეს, პირობებს გაართულებდნენ.


„ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის შეფერხებაში თურქეთის თემა არის წამყვანი. საქართველოს რაოდენობრივად დიდი მოძრაობა არ ექნება ევროპის მიმართულებით, თურქეთისგან განსხვავებით. ამიტომ ევროპელების გაგება შეიძლება. მათ რომ საერთოდ არ უნდოდეთ ვიზა-ლიბერალიზაციის მოცემა, ბარიერებს შეგვიქმნიდნენ. რადგან არ მიდიან ამ ნაბიჯზე და არ ართულებენ ლიბერალიზაციის პირობებს, ე.ი. აქ პოლიტიკურ ნებაში არაა საქმე, მათ სურთ, დამცავი მექანიზმები იქონიონ",- განაცხადა საყვარელიძემ.  


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner