logo_geo
eng_logo
ილია II: ვლოცავთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას
- +

19 აპრილი. 2020. 01:17

 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II -მ სააღდგომო ეპისტოლეში მისი მრევლი დალოცა.

 

„არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო ჩვენს მრევლს, რომელიც  წესრიგის გამორჩეული დაცვით და რეკომენდირებული ნორმებით სიცივეში, ქარში, წვიმაში არ ერიდებოდა  მსახურებაზე ღია ცის ქვეშ საათობით დგომას.

აღდგომილმა მაცხოვარმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახები.

მინდა ასევე დავლოცო ის მორწმუნენი, ხანდაზმულნი და უძლურებაში მყოფნი, რომელნიც სახლებიდან ჩვენთან ერთად ლოცულობდნენ და ლოცულობენ.

ვლოცავთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას.

ვლოცავთ უცხოეთში მყოფ ჩვენს სასულიერო პირებსა და თანამემაულეთ, იცოდეთ, მანძილის სიდიდე და საზღვრები ჩვენ ვერ დაგვაშორებს, ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის, თქვენ ლოცულობთ ჩვენთვის და ჩვენ ერთად ვართ.

ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ასევე ვულოცავთ  ბერძნებს, უკრაინელებს, რუსებს, სომხებს, ებრაელებს, აზერბაიჯანელებს, უდინებს, იეზიდებს, ქურთებს, ინგუშებს, ჩერქეზებს, ჩეჩნებს, ლეკებს, ყოველ მკვიდრს საქართველოისა და ჩვენს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ.

ვულოცავთ ყველა ქრისტიანს და ქრისტეს ყველა მადიდებელს.

ვიხარებდეთ უფლისა მიმართ და ვიშვებდეთ ერნო, გულის კარი გავუღოთ უფლისმიერ ბედნიერებას და უშიშრად ვიქადოდეთ უძლურნი ძლიერებასა მისსა, მდაბალნი,- მის მიერ ამაღლებასა, ჩაგრულნი, -  სამართალსა, მოკვდავნი, -  უკვდავებასა.

დღეს ამქვეყნად მყოფნი  მორწუნენი და მარადიული ნეტარების მკვიდრნი მართლანი   ერთად ვხარობთ და ვმადლობთ დაუსაბამოსა მამასა ღმერთსა, თანადაუსაბამოსა სიტყვასა ძესა და სულსა წმინდასა; ვმადლობთ ყოვლადწმინდასა ღვთისმშობელსა და ვღღადებთ:

ქრისტე აღდგა!

ჭეშმარიტად აღდგა!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner