მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მიტროპოლიტი ონუფრე საიდუმლოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, ხოლო ვირუსი ასევე დაუდგინეს ამავე ეკლესიის კიდევ ერთ მიტროპოლიტს, ანტონის და კიევ-პეჩერის ლავრასთან არსებული სასულიერო აკადემიის რექტორ, სილვესტერს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.