logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: ბურჭულაძის პარტია „ნაცმოძრაობის“ ინტელიგენტური ვარიანტია
- +

16 ივნისი. 2016. 16:26



პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა. საყვარელიძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა" ვერ დაიკავებს მეორე ადგილს პარლამენტში, რადგან მას დიდ კონკურენციას გაუწევენ სხვა ოპოზიციური პარტიები.


„ნაციონალურ მოძრაობას" დააკლდა „გირჩი", ვაშაძე, რომლებსაც რაღაც ხმები მიჰქონდათ პარტიაში. ასევე ჩამოყალიბდა პაატა ბურჭულაძის პარტია, რომელიც არის ინტელიგენტური ვარიანტი „ნაციონალური მოძრაობის" და ძალიან ბევრ მის ხმას წაიღებს. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, შეიძლება, „ნაციონალურმა მოძრაობამ" მეორე ადგილი  პარლამენტში ვერ მოიპოვოს. დიდი შანსები აქვთ ინაშვილის, ბურჯანაძის, მეჭიაურის და  ნათელაშვილის პარტიებს. მეორე ადგილისთვის უფრო იქნება ბრძოლა, ვიდრე პირველისთვის",- განაცხადა საყვარელიძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner