ფილოლოგ გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით ლგბტ თემების გააქტიურება წყალს რუსეთის წისქვილზე ასხამს.
როგორც ფალავანდიშვილმა გადაცემაშ 2030 განაცხადა, იგი ამ ეტაპზე პოლიტიკურ აქტივობებს არ გეგმავს:
„ეს ყველაფერი წყალს რუსეთის წისქვილზე ასხამს. როცა ამბობენ, რომ ლგბტ რუსეთს არ მოსწონს, ამერიკას კი, უნდა, ამით ამერიკას ურტყამენ და რუსეთს პროპაგანდას უწევენ. ამ დროს, ლგბტ არ უნდა ირანს, ევროპის და ამერიკის მოსახლეობას. უნდათ მხოლოდ ერთეულებს. მე არანაირ პოლიტიკურ აქტივობას არ ვაპირებ, რადგან ვერ ვხედავ პოლიტიკურ პარტიას, რომელშიც შევალ. თუმცა, შეიძლება, ასეთი ძალა გამოიკვეთოს. ბურჯანაძეს მხარი იმიტომ დავუჭირე, რომ მის უკან ეროვნული ძალები იდგა. თუ სააკაშვილი ან ივანიშვილიც ასე მოიქცევა, მხარს მათაც დავუჭერ." - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.