„ვანოს გამოშვება პირველ რიგში „ნაცბანდას" არ უნდა აწყობდეს. სანამ ეგ ციხის ამბებს მოყვება და ვინმეს რამეს გააგებინებს, არჩევნებიც ჩამთავრდება!" - წერს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში.
„ნაცბანდელები" ქირქილებენ: აბა, რავარია წინასაარჩევნოდ ვანოია მერაბიშვილის გამოშვება, ხომ დეიღუპა და დეიფსო ეს ხელისუფლებაო?
ეუფ... იმნაირი ბექგრაუნდი აქვს მერაბიშვილს, ნაღდად უნდა ეშინოდეს „ქართულ ოცნებას" - სანდრო გირგვლიანი, 2007 წლის ნოემბრის სისხლი, 2011 წელს დახეთქილი თავები, მაღაზიის სახურავზე შემოდებული ორი გვამი და რაც მთავარია, თაკო სალაყაიას „ავტორიტეტი".
ისე, ვანოს გამოშვება პირველ რიგში „ნაცბანდას" არ უნდა აწყობდეს, სანამ ეგ ციხის ამბებს მოყვება და ვინმეს რამეს გააგებინებს, არჩევნებიც ჩამთავრდება!" - წერს ზედელაშვილი „facebook"-გვერდზე.