თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულზე, სახლში მყოფ შუახნის ქალს ტყვია მოხვდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით ქალი სახლში იყო, რა დროსაც ფანჯარა ჩაიმსხვრა და ტყვია მოხვდა.
როგორც “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს მომხდარ ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიყო: სისხლის სამართლის კოდექსისი 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო – შენახვა – შეძენას გულისხმობს.