logo_geo
eng_logo
რატომ არის საქართველო განსხვავებული?-რას წერს BBC საქართველოზე
- +

20 აპრილი. 2020. 02:02

 

 

 

 “მართლმადიდებელი სამყარო  აღდგომას აკრძალვებისა და შეზღუდვების ფონზე აღნიშნავს,” - ამის შესახებ BBC წერს. სტატიაში ასევე საუბარია საქართველოზეც.

 

 

“მსოფლიოს მართლმადიდებლები აღდგომას აღნიშნავენ – მათი კალენდრის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული, მთელი რიგი შეზღუდვებისა და აკრძალვების ფონზე მიმდინარეობს. ოფიციალური წარმომადგენლები ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში და აფრიკაში მოუწოდებენ ხალხს, რომ არ დაესწრონ ღვთისმსახურებას, რათა ამან კორონავირუსის გავრცელება არ გამოიწვიოს. თუმცა, საქართველოში მრევლს ეკლესიებში დასწრება შეუძლია.

 

 

რატომ არის საქართველო განსხვავებული?

 

 

ასეთი წყნარი თბილისი არასდროს ყოფილა. მთავრობამ აკრძალა ავტომობილებით გადაადგილება. სასაფლაოები, სადაც ქართველები ტრადიციულად ორშაბათს მიდიან, დახურულია. მოქალაქე, ვინც საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონს დაარღვევს, რაც სამზე მეტი ადამიანის შეკრებას კრძალავს ჯარიმას გადაიხდის, მაგრამ, ბევრი ქართველი კითხულობს, რატომ დაუშვა მთავრობამ შეღავათი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. ათასობით მორწმუნეს აქვს უფლება, ქვეყნის მასშტაბით ტაძრებში თავისუფლად ილოცოს. ეკლესიამ უარი თქვა წესების შესრულებაზე. მღვდლები მრევლს ერთი კოვზით აზიარებდნენ. ორი მღვდელი უკვე დაინფიცირდა „კოვიდ-19“-ით, მაგრამ აღდგომის მსახურება მაინც იმართება. მორწმუნეები სამების საკათედრო ტაძარში შეიკრიბებიან. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა მოუწოდეს მოქალაქეებს ქვეყნის კეთილდღეობისთვის მეცნიერებს მოუსმინონ”.-ნათქვამია სტატიაში.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner