logo_geo
eng_logo
ლევან რატიანი: ჩვენი გეოგრაფიული უნიკალობა პანდემიის გავრცელებას აფერხებს
- +

20 აპრილი. 2020. 02:54

 

“ეს ვირუსი სხვადასხვა გენოტიპში, სხვადასხვა ფენოტიპურ გამოვლინებებს იწყებს, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღცანელმა ლევან რატიანმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

 

 

რატიანმა ისაუბრა იმ შესაძლო გარემოებაზე, რის გამოც ჩვენს ქვეყანაში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების დაბალი მაჩვენებელია.

 

 

„არსებობს გეოგრაფია და ამ გეოგრაფიის ფარგლებში მცხოვრები ადამიანები. სხვადასხვა გარემოზე ვართ ადაპტირებული. სწორედ ესაა ორგანიზმის მდგრადობის გამოვლინება. სიმართლე გითხრათ ჩვენი გენეტიკა ადრენალდამოკიდებულია ანუ მოდუნებულები კი არა, აქტიურები ვართ. შესაძლებელია ესეც განაპირობებდეს ჩვენს ქვეყანაში ვირუსზე ასეთ გამოვლინებას.

 

 

ახლა ჩვენ ვართ პიკის ეტაპზე, უამრავი დასნეულებული პაციენტი უნდა გვყავდეს, მაგრამ საბედნიეროდ არ გვყავს – ამას რაღაც ფაქტორი განაპირობებს, რომელიც არ ვიცით და აუცილებლად გვეცოდინება“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner