„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ხვალიდან ფერეიდნელ ქართველებს 2 თვის მანძილზე ქართულ ენასა და ხალხურ სიმღერებს შეასწავლიან.
„მეგობრებო!!! ჩემი ფერეიდანში სტუმრობის შემდეგ, ფერეიდნელებს დავპირდი, რომ ქართული ენის შესწავლაში დავეხმარებოდი. 4 თვის წინ დავწერე პროექტი, რომელიც დააფინანსა „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა". დღეს ფერეიდანიდან ჩამოვიდა 12 ფერეიდნელი. პროექტის მიხედვით, მათ 2 თვის მანძილზე, ქართულ ენასა და ხალხურ სიმღერებს შევასწავლით. მოკლედ, ხვალიდან ძალიან მაგარ ქართულ საქმეს ვიწყებთ!!!" - წერს ზვიად ტომარაძე.