logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: კახეთში სასაფლაოები დაკეტილია და დარღვევის მცდელობები არც გუშინ იყო და არც დღეს არის
- +

20 აპრილი. 2020. 11:11

 

 

კახეთის რეგიონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ერთეული შეთხვევები ფიქსირდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, რეგიონში ვითარება მშვიდია და მოსახლეობის დიდი ნაწილი იცავს იმ წესებს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოქმედებისას არის შემოღებული.

 

„მშვიდი ვითარებაა რეგიონში. გამოცხადებული ღონისძიებები რაც არის კარანტინის დაცვასთან დაკავშირებით მოსახლეობა იცავს. ზოგადად ჯარიმები იწერება, რა თქმა უნდა და სამწუხაროდ, ვიღაცები მაინც არღვევენ „კომენდანტის საათის“ ან გადაადგილების წესებს, თუმცა ამის მიუხედავად შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში მშვიდი ვითარებაა და ეს ერთეული შემთხვევებია“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

გუბერნატორის განმარტებით, რეგიონში ყველა სასაფლაო დაკეტილია და პოლიციასთან ერთად ადგილებზე წესრიგის დაცვას მერიის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.

 

„სასაფლაოები დაკეტილია და არც დარღვევის მცდელობები იყო, არც გუშინ და არც დღეს. ტერიტორიას, როგორც პოლიცია ისე ადგილობრივი მერიის წარმომადგენლები აკონტროლებენ“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner