logo_geo
eng_logo
ვანო მაჭავარიანი უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა
- +

16 ივნისი. 2016. 17:48



პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი, ექსპერტი ვანო მაჭავარიანი უშიშროების საბჭოს მდივნის ირინე იმერლიშვილის მოადგილედ დაინიშნა.



ვანო მაჭავარიანი კურირებას გაუწევს საერთაშორისო ურთიერთობებს. მას აქვს 25-წლიანი გამოცდილება დიპლომატიურ ურთიერთობებში და ასევე უსაფრთხოების საკითხებში, რაც ჩვენი აზრით, ძალიან წაადგება პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და უშიშროების საბჭოს საქმიანობას ამ მიმართულებით", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner