ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით 4 268 ადამიანი დაინფიცირდა. ეს გუშინდელ მონაცემებთან შედარებით დაახლოებით 2000-ით ნაკლებია.
გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვიც. კერძოდ, ბოლო 24 საათში რუსეთში COVID-19-ს 44 პაციენტი ემსხვერპლა. სულ კორონავირუსით გარდაცვლილია 405 ადამიანი.
საერთო ჯამში, რუსეთში კორონავირუსი 47 121 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 3 446 გამოჯანმრთელდა.