logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: ვმუშაობთ კვლევასა და სტრატეგიაზე, რომლის მიხედვით, საკუთარ წარმოებას კიდევ უფრო შევუწყობთ ხელს
- +

20 აპრილი. 2020. 15:59

 

 

ეკონომიკის სამინისტრო, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ გუნდთან ერთად მუშაობს სპეციალურ კვლევაზე, რომ უახლოეს პერიოდში გამოიყოს ის დარგები და წარმოებები, რომლებიც პერსპექტიულია იმპორტის ჩანაცვლების თვალსაზრისით და საჭიროებენ მხარდაჭერას და განვითარებას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, კვლევაში ჩართულია საკონსულტაციო კომპანია „გალტ ენდ ტაგარტი,“ რომლის წარმომადგენლებთან დღეს ეკონომიკის მინისტრმა ვიდეოკონფერენცია გამართა.

 

„კორონავირუსის გლობალურმა გამოწვევამ ნათლად დაანახა მსოფლიოს, რომ უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს საკუთარ წარმოებასა და საკუთარი ბაზრების უზრუნველყოფაზე კრიტიკული, მნიშვნელოვანი პროდუქციით. ამ თვალსაზრისით არც საქართველოა გამონაკლისი - ჩვენ დავალება გვაქვს და ვმუშაობთ სპეციალურ კვლევაზე, რომ უახლოეს პერიოდში გამოვყოთ ის დარგები და ის წარმოებები, რომლებიც საჭიროებენ მხარდაჭერას, განვითარებას და რომლებიც პერსპექტიულია იმპორტთან კონკურენციის თვალსაზრისით“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

ნათია თურნავას შეფასებით,  ამის შესაძლებლობები არსებობს როგორც სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელ სექტორში,  კვების ინდუსტრიაში, ასევე სხვა სამრეწველო პროდუქციის წარმოების თვალსაზრისით, მათ შორის არის საშენ მასალათა წარმოების განვითარება, ასევე ბევრი სხვა მიმართულება, მათ შორის ელექტროტექნიკის წარმოების განვითარება, წიაღისეულის გადამუშავება და ა. შ.

 

„ჩვენ ამ სექტორებს უფრო მეტად უნდა განუვითაროთ საკუთარი წარმოება და უფრო მეტად მოვამარაგოთ საკუთარი ბაზარი, რომ დავაკმაყოფილოთ  მოთხოვნა ადგილზე წარმოებული პროდუქციით.   ძალიან მალე გვექნება ნათელი კვლევა და სტრატეგია, რომლის მიხედვითაც საკუთარ წარმოებას შევუწყობთ ხელს და შევამცირებთ იმპორტზე დამოკიდებულებას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

როგორც „Galt & Taggart“-ის მმართველი დირექტორი, ოთარ შარიქაძე აღნიშნავს, კომპანია ეკონომიკის სამინისტროს თხოვნით მუშაობს საქართველოს ეკონომიკის წარმოების პოტენციალის შეფასებაზე ორი ძირითადი მიმართულებით.

 

„ჩვენ, ერთი მხრივ, ვაფასებთ საიმპორტო კალათას იმ კატეგორიებით, რომლის ჩანაცვლებაც შეგვიძლია და რისი პოტენციალიც, ქვეყანას რეალურად აქვს, ხოლო მეორე მხრივ, საუბარი შეეხება იმ დარგებს, რომლებიც არიან სამომავლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მომზიდველი და რომლებიც უფრო და უფრო მოერგებიან იმ ახალ რეალობას, რაც პოსტკრიზისულ ეტაპზე გვექნება“, - განაცხადა ოთარ შარიქაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner