logo_geo
eng_logo
ანგელა მერკელი საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭების პროცესის დაჩქარების სურვილს გამოთქვამს
- +

16 ივნისი. 2016. 19:09



საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბერლინშია; მერკელი: მეგობარი და კარგი პარტნიორი", - ამ სათაურით, გერმანიის ფედერალური მთავრობა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით, საკუთარ ვებ-გვერდზე ვრცელ მასალას აქვეყნებს.


 

გერმანიას და საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება სურთ, განაცხადა ანგელა მერკელმა ფედერალურ კანცელარიაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ. ამასთანავე, კანცლერი საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭების პროცესის დაჩქარების სურვილს გამოთქვამს. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ბერლინში შემდგარი ოფიციალური შეხვედრის დროს ანგელა მერკელმა ძალიან ინტენსიურ გერმანულ-ქართულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი. „ჩვენი დღევანდელი საუბარი ძირითადად განსაზღვრული იყო საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობებით", - განაცხადა კანცლერმა.



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა კანცლერს გერმანიის საქართველოსადმი ძლიერი მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ „გერმანულ-ქართული ურთიერთობები ბოლო წლების განმავლობაში ახალ საფეხურზე ავიდა".




მერკელმა საქართველოში ეკონომიკის სფეროში განვითარებული მოვლენები და ეკონომიკის ლიბერალიზაციის კუთხით განხორციელებული რეფორმები შეაქო და აღნიშნა, რომ „ეს კარგი საფუძველი იქნება გერმანულ საწარმოებთან კონტაქტების კიდევ უფრო გასაღრმავებლად".



ანგელა მერკელმა ისიც განაცხადა, რომ გერმანიაში ჯერ კიდევ არ აქვთ გაცნობიერებული, რაოდენ დიდ პროგრესს მიაღწია საქართველომ, განსაკუთრებით კი საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და გამჭვირვალეობის კუთხით.



გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც დილით გერმანულ-ქართული ეკონომიკური ფორუმი გახსნა, განაცხადა: ფორუმში მონაწილეობას 150 ფირმა და საწარმო იღებდა. ეს არის იმის კიდევ ერთი დასტური, რომ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები უფრო მჭიდრო ხდება".



როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, საქართველოში 300-მდე გერმანული საწარმო მოქმედებს.


მე ვფიქრობ, პოტენციალი კიდევ უფრო დიდია და მისი სრულად გამოყენება უნდა მოხდეს", - აღნიშნა მან.





აღნიშნული მასალა გერმანიის ფედერალური მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner