logo_geo
eng_logo
მესტიაში, სოფელ მულახში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
- +

20 აპრილი. 2020. 22:30

 

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა მესტიის რაიონის სოფელ მულახში მომხდარი  მკვლელობის ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო.

 

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 20 აპრილს, მესტიის რაიონის სოფელ მულახში, შსს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მულახის მე-2 სასაზღვრო პუნქტის მესაზღვრემ  ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან  ამავე სასაზღვრო პუნქტის თანამშრომელს  ბ.ი.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, რის შედეგადაც ბ.ი. ადგილზე გარდაიცვალა.

 

სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება გადაუდებელი და აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ასევე დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით  ხორციელდება შესაბამისი სამძებრო ღონისძიებები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner