ნავთობის ფასი პირველად ისტორიაში ნეგატიური გახდა, კერძოდ ე.წ შავი ოქროს ფასი 0–ს ჩამოსცდა და –2 დოლარი შეადგინა ბარელზე. ეს რამდენიმე საათის განმავლობაში 105–პროცენტიანი ვარდნაა.
შეგახსენებთ, რომ ნავთობის გაუფასურება მას შემდეგ დაიწყო, რაც მარტის დასაწყისში ნავთობის მსხვილი მწარმოებელი სახელმწიფოები და მათი პარტნიორები ყოველდღიურად მოპოვებული ნავთობის მოცულობის შემცირებაზე ვერ შეთანხმდნენ; მოგვიანებით, OPEC-ის წევრებმა შეთანხმება შეძლეს, მაგრამ ნავთობის ფასზე კორონავირუსის პანდემია აისახა და ნავთობზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდა.