პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას ჰყავს უშუალო პასუხისმგებელი პირები საქართველოს სასამართლო და სამართალდამცავ სისტემაში.
„სახელმწიფოსთვის ასეთ დამაზიანებელ გადაწყვეტილებას ჰყავს უშუალო პასუხისმგებელი პირები სამართალდამცავ და სასამართლო სისტემაში. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უნდა დადგეს ამ პირების სამსახურებრივი, პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე პრეზიდენტის მიერ ვანო მერაბიშვილის შეწყალება არ იგეგმება.