logo_geo
eng_logo
„მერაბიშვილის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ჰყავს უშუალო პასუხისმგებელი პირები სასამართლო და სამართალდამცავ სისტემაში“
- +

16 ივნისი. 2016. 19:09



პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი განცხადებით, ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას ჰყავს უშუალო პასუხისმგებელი პირები საქართველოს სასამართლო და სამართალდამცავ სისტემაში.



სახელმწიფოსთვის ასეთ დამაზიანებელ გადაწყვეტილებას ჰყავს უშუალო პასუხისმგებელი პირები სამართალდამცავ და სასამართლო სისტემაში. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უნდა დადგეს ამ პირების სამსახურებრივი, პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.



მისი თქმით, ამ ეტაპზე პრეზიდენტის მიერ ვანო მერაბიშვილის შეწყალება არ იგეგმება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner