აღდგება თუ არა მსუბუქი ავტომანქანებით მოძრაობა ხვალიდან - უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.
შეზღუდვა ავტომობილების გადაადგილებასთან დაკავშირებით ძალაში 21 აპრილის ჩათვლით იყო. ახალი გადაწყვეტილება რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.
მთავრობის ადმინისტრაცია მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ აკრძალვის მოქმედების ვადები, რათა თავიდან აიცილონ კანონდარღვევისთვის დაწესებული ჯარიმები.