logo_geo
eng_logo
საფრანგეთმა შენგენის ზონის მიღმა ყველა საერთაშორისო ფრენა შეაჩერა
- +

21 აპრილი. 2020. 12:03

 

 

საფრანგეთმა შენგენის ზონის მიღმა ყველა საერთაშორისო ფრენა შეაჩერა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

„შენგენის ზონის გარეთ საერთაშორისო ფრენები აღარ განხორციელდება“, – განაცხადა საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა, ელისაბედ ბორნმა ერთ-ერთ ფრანგულ რადიოსთან ინტერვიუს დროს.

 

 

საფრანგეთში შენგენის ზონის მიღმა საერთაშორისო ფრენების შეზღუდვა მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებას უკავშირდება. ამ დროისთვის საფრანგეთში კორონავირუსით დაინფიცირებულია 156 493 ადამიანი. ვირუსს 20 229 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 38 037 კი გამოჯანმრთელდა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner