სამხრეთ კავკასიაში საქართველოს როლზე ისაუბრა პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა ზურაბ ხონელიძემ „ობიექტივის" ეთერში. მისი თქმით, კავკასიის ერთიანი სივრცის შექმნის შემთხვევაში, აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც იქნება საქართველოს შემადგენელი ნაწილი.
„საქართველო ამოაგდეს სამხრეთ კავკასიის და ერთიანი კავკასიის კონტექსტიდან და საქართველო არსად არ არის, ჰაერშია ჩამოკიდებული, მას საყრდენი არ აქვს. ჩვენ უნდა მოვბრუნდეთ რეგიონში და აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც იქნება საქართველოს შემადგენელი. თუ ერთიანი სივრცის უზრუნველყოფას შევძლებთ; და ამას შევძლებთ საერთო ინტერესიდან გამომდინარე. ამისთვის მარტო ჩვენი სურვილი საკმარისი არაა. ჩვენი საჭიროება უნდა დავანახოთ საჭირო ძალებს", - განაცხადა ხონელიძემ.