logo_geo
eng_logo
შსს-მ მეუღლის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
- +

21 აპრილი. 2020. 13:49

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული კ.მ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა რომ, დაკავებულმა მამაკაცმა მეუღლეს - 1980 წელს დაბადებულ რ.კ.-ს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner